პარლამენტში თეა წულუკიანის მოსმენა დღესაც გაგრძელდება. პლენარული სხდომა პოლიტიკური დებატებით განახლდება. იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლა, რომელიც გუშინ 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, საკმაოდ მწვავე იყო და კრიტიკული კითხვებიც დაისვა. 40 შეკითხვიდან ძირითადად აქცენტი რუსეთ-საქართველოს ომსა და საერთაშორისო სასამართლოში ამ მიმართულებით არსებულ დავებს შეეხო.