პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანის სავარაუდო მცდელობაზე მოკვლევა მიმდინარეობს. მოკვლევამ, რომლის საჭიროებაზეც მმართველ გუნდში საუბრობენ, უნდა დაადგინოს, რა მიზანი ამოძრავებდა უცხოელ ექიმს. სახელისუფლებო გუნდი მიზეზებს შორის მთავარს – გაყალბების სურვილს ასახელებს. ეჭვს „ქართულ ოცნებას“ ის ფაქტი უმყარებს, რომ პოლონელ ექიმთა ჯგუფს კლინიკიდან ნებისმიერი ნიმუშის ოფიციალური გზით წაღება ისედაც შეეძლოთ. ახსნა-განმარტებას ქართული მხარე პოლონეთის ხელისუფლებისგან ელოდება. პოლონეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში სავარაუდოდ მომავალ კვირაში მივა. მომხდარში საეჭვოს ვერაფერს ხედავენ მსჯავრდებული სააკაშვილის თანაგუნდელები.