ომით დაზარალებულ ქალებს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას აგვისტოს ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიზნით, საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავების შესახებ ანგარიში ჩააბარა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანი სოფელ ტყვიავში იმყოფებოდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების მიზნით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან აქტიურად თანამშრომლობს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებს იძიებს, რათა გამოვლენილ და დასჯილ იქნენ დამნაშავეები ქართველების ეთნიკურ წმენდაში, ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასა და მკვლელობაში.