იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა. საკითხი დღეს დილიდან განიხილეს და მის დაძლევას მხარი დაუჭირეს. სხდომაზე ვეტო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარადგინა, თუმცა ის მუხლობრივ განხილვაში არ შევიდა და დეპუტატების შეკითხვებს არ უპასუხა. სხდომა დაახლობით ოთხი საათი გაგრძელდა.
თეონა მანაგაძე სხდომის დეტალებით.