იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს. აღნიშნულ თანამდებობაზე კომიტეტის წევრებმა მათიკაშვილი დღევანდელ სხდომაზე აირჩიეს.
კომიტეტის სხდომას ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია არ დასწრებია.
პარლამენტი კომიტეტის თავმჯდომარეს საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს. აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობები ეკა ბესელიამ და ვანო ზარდიაშვილმა დატოვეს.