იურიდიული კომიტეტის სხდომა

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩიეს.

დავით მათიკაშვილის კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა, რისი უფლებაც მას რეგლამენტით აქვს. კომიტეტის სხდომამდე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე.

ცვლილებებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია და პროექტმა კონსტიტუციურობის ტესტი სხდომაზე უნდა ჩააბაროს. თავის მხრივ, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ჩანიშვნასა და პროექტის მოკლე ვადებში განხილვას ითხოვენ.