ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომას პარლამენტის შენობასთან შეზღუდვების გამო ვერ დაესწრო. საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიცია სხდომას მიზანმიმართულად არ დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით საბოლოო განხილვას და დამტკიცებას მმართველი გუნდი ხვალ აპირებს.