იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე მომზადებული დადგენილების პროექტი ჩავარდა.

პროექტი „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ წარადგინა. დოკუმენტი სამი მოთხოვნისგან შედგება. კერძოდ, უმცირესობა ითხოვს – მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას, ასევე პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყებას და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას, რომლებიც საქმის გამოძიების პროცესში იყვნენ ჩართულები.

მმართველი გუნდის შეფასებით, საკითხი პროცედურად არასწორად იყო მომზადებული და კონსტიტუციის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.

„ევროპული საქართველო“ დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას საგაზაფხულო სესიაზე აპირებს.