იური ბერიშვილის გამოფენა „იმპერატორის ბაღი“ გაიხსნა ეროვნულ გალერეაში. გაიმართა მხატვრის შემოქმედების ამსახველი ალბომის პრეზენტაციაც. იური ბერიშვილი ავტორია არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენის, მათ შორის საქართველოში, ბელგიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, რუსეთში, ინგლისში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. გალერეაში წარმოდგენილ ნამუშევრებს 3 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.