იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული

თბილისი იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულს უერთდება. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიებას საქართველო უკვე მეცხრედ მასპინძლობს. წლევანდელი თემა „ხმელთაშუა ზღვის დიეტა და ფესვები: ჯანმრთელობა და ტრადიციები“ იქნება. კვირეულის მიზანია, წარმოაჩინოს იტალიური სამზარეულოს ტრადიციები და იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ხმელთაშუა ზღვის უნიკალური დიეტის მნიშვნელობა ჯანსაღი, დაბალანსებული და ეკოლოგიურად მდგრადი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.