იტალიის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

იტალიის პოლიციამ, ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავა. სამართალდამცველების  ცნობით, მათ სახლებიდან 133 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს. ადგილობრივი მედია იუწყება რომ, დაკავებული არიან 1997 და 1995 წელს დაბადებული პირები. პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილებმა დანაშაული ივლისში ჩაიდინეს. ერთ-ერთი მათგანი რომის აეროპორტში აიყვანეს. მეორე კი, რომის გარეუბანში. ქურდობაში ბრალდებული მესამე პირი იძებნება.