იტალიის ელჩის პოზიცია

იტალიის ელჩი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი, მისი თქმით, მტკიცე ნება მთავრობის მხრიდან ყველა შეხვედრაზე დასტურდება. დიპლომატი ოქტომბერში გასამართ არჩევნებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ პროცესების ორგანიზება ძალიან კარგად მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, არჩევნების მიმართ დიდი ყურადღება იქნება ევროკავშირისგან და სადამკვირვებლო მისიებისგან.