IT სექტორი საქართველოში

მზარდი მოთხოვნა აიტი სფეროზე.

აიტი ტექნოლოგიების მიმართ მაღალი ინტერესი ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევითაც დადასტურდა. ეს დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დარგია, სადაც საშუალო ხელფასი 7 000 ლარს შეადგენს. სფეროს განვითარების ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე შემოსული არაერთი უცხოური აიტი კომპანიის საქმიანობა სახელდება, რომლებიც საქართველოდან ცნობილ და მსხვილ კომპანიებს ემსახურებიან. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას პროფესიონალი კადრების სიმცირე წარმოადგენს. კერძო სექტორის რეკომენდაციაა, რომ აიტი სპეციალისტების მომზადება საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს.