ისტორიული თამაში - საქართველო ევრო 2024-ზე

ისტორიული მატჩის დაწყებამდე ზუსტად ორი საათი რჩება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.

„ჯვაროსნები“ თურქეთს დაუპირისპირდებიან. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. დღეს დილიდან დიდ სამზადისში არიან გერმანიაში ჩასული ჩვენი გულშემატკივრები. ქართველ ქომაგებთან ერთად არის ლევან ღუდუშაური.