კორეის ნახევარკუნძულზე გამართული ისტორიული შეხვედრის დასრულებას დღეს მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ინტერესით ელოდა.
ჩრდილოეთისა და სამხრეთ კორეის ლიდერები მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ. 2000 და 2007 წლებისგან განსხვავებით, რიგით მესამე კორეათაშორისი სამიტი გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა. მხარეები ბირთვულ განიარაღებაზე და 1950-53 წლების კორეის ომის ფორმალურად დასრულებაზე შეთანხმდნენ. გაჩნდა ახალი ინიციატივებიც.
ახალი ისტორიის დასაწყისი სალომე თორაძის რეპორტაჟში.