ისტორიული შეხვედრა ფხენიანში

უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობიდან შეთანხმების მიღწევამდე. კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდება, რომელიც სეულში ჩავა. ის სამხრეთ კორეის დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს ვიზიტს. მანამდე კი ფხენიანში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს უმასპინძლა.

ორდღიანი სამიტი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.

ფხენიანში გამართული სამიტის შედეგებს დადებითად აფასებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მეორედ შესახვედრად ემზადება.