ნაკრების მზადებაზე ისაუბრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე, რომელიც პირველ მატჩამდე გაიმართა. მისი თქმით, ფეხბურთელებისთვის დიდი მუხტი და ძალაა, როდესაც იციან, რომ მათ გვერდით მთელი ქვეყანა დგას. როგორც სანიოლი აღნიშნავს, გუნდი თამაშისთვის მზად არის. ასევე, პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ. მისი თქმით, ახლა ნაკრები მთელი ძალისხმევით ემზადება დასახული მიზნის მისაღწევად.