ისტორიული მატჩი - საქართველო ევრო 2024-ზე

დღეს საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. საქართველოს ნაკრები ევრო-2024-ზე პირველ მატჩს გამართავს. ისტორიულ თამაშამდე რამდენიმე საათი რჩება. დორტმუნდში საქართველო-თურქეთს საფეხბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

დორტმუნდში იმყოფებიან ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც ნაკრებს ტრიბუნებიდან გაამხნევებენ. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ლევან ღუდუშაური დორტმუნდიდან.