ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა.
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას საქართველოში მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ. გადაკეტილი ქუჩები, პარალიზებული სატრანსპორტო მოძრაობა, გაბმული სიგნალები, საყვირები, დროშები, ეროვნული ჰიმნი – ზეიმი დილამდე გაგრძელდა. ისტორიული თამაშის დასრულებისთანავე ქომაგებმა სახლებიდან ქუჩებში გადაინაცვლეს – ეროვნულ ჰიმნთან ერთად ისმოდა ის სიმღერებიც, რომლებიც ფეხბურთის ნაკრებთან ასოცირდება. ქვეყანა თაობების მრავალწლიანი ოცნების ახდენას და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლას აღნიშნავს. „მე ვარ საქართველო“, „ჩვენ აღარ გვჯერა, ჩვენ უკვე ვიცით“ – ამ შინაარსის წარწერებმა და საზეიმო მსვლელობებმა ყველა ქალაქი მოიცვა.
ემოციური კადრები და 26 ივნისის დაუვიწყარი ღამე გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟში.