ისტორიული გამარჯვება - საქართველო ევრო 2024-ის მერვედფინალშია

ისტორიული დღე საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში. ყველას გილოცავთ ჩვენი ნაკრებისა და ქვეყნის უდიდეს წარმატებას! პორტუგალიასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო გადამწყვეტი მატჩის მოგებით, „ჯვაროსნები“ მერვედფინალში არიან! საქართველო-პორტუგალია 2:0.

ევრო 2024-ზე ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩს მსოფლიო მედია ეხმაურება.

„ეს იყო ღამე, რომელიც დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ იყვნენ ისტორიის სანახავად. ეს იყო პირველი შემთხვევა რონალდოს კარიერაში, როდესაც ვერ გაიტანა გოლი დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე“, – წერს „გარდიანი“.

ლევან ღუდუშაური გვეტყვის უფრო მეტს, რომელიც გელზენკირხენიდან პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.