საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.
„სიენენი“, „ნიუ იორკ თაიმსი“, „ბიბისი“, „როიტერი“, „გარდიანი“ – 26 ივნისს მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაზე არაერთი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა წერს. შთამბეჭდავი და ამაღელვებელია სტატიების სათაურები. საერთაშორისო მედია-საშუალებები გელზენკირხენში გამართულ ისტორიულ მატჩს ეხმაურებიან და საქართველო-პორტუგალიის შერკინებაზე და ფინალზე წერენ. აქცენტი კეთდება იმ გარემოებაზეც, რომ კრიშტიანუ რონალდომ გუშინ მოედანი გოლის გარეშე დატოვა. ყველა სტატიაში ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველო ევრო 2024-ზე ერთადერთი დებიუტანტია. გადატრიალება ევროპის ჩემპიონატზე, დაუვიწყარი საღამო, ყველაზე დიდი შოკი – ასეთია შეფასებები საერთაშორისო მედიის მხრიდან. ემოციურად არანაკლებ ამაღელვებელი აღმოჩნდა გუშინდელი მეტოქის, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელის გამოხმაურებაც.