სადღესასწაულოდ მორთული 23 ქუჩა, დეკორაციები და მასშტაბური სანახაობა – ბარსელონაში მრავალწლიანი ტრადიციის მქონე ისტორიული ფესტივალი დასრულდა.
„ფიესა დე გრასია“ წელს „მოამბის“ ობიექტივშიც მოექცა. დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების დღეს ეძღვნება, ადგილობრივებსა და უამრავ ტურისტს აერთიანებს. საზეიმო პროგრამა გასართობ აქტივობებს, კონცერტებსა და ქუჩების საუკეთესო დიზაინის გამოსავლენად მოწყობილ კონკურსებს მოიცავს.
ყველაზე სანახაობრივი ფესტივალისთვის კონკურსი ნახევარი წლით ადრე ცხადდება, სხვადასხვა აქტივობისთვის კი თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. საბოლოოდ კი 23 ქუჩიდან ყველაზე ორიგინალურად მორთული გამარჯვებულად ცხადდება.
ნახეთ გაბრიელ ნაპოლეონესა და ლუკა ჩხაიძის რეპორტაჟი, ესპანური ციკლიდან „კულტურა ზაფხულში“.