ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის წლისთავზე მსოფლიო მასშტაბით აქციები გაიმართა
„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით აქციები გაიმართა ლონდონში, პარიზში, რომში, ბერლინში, მანილასა და კეიპტაუნში. ლონდონში დემონსტრანტები აპროტესტებდნენ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას. ბერლინშიკი ისრაელის მხარდამჭერებმა ანტისემიტიზმის ზრდის წინააღმდეგ გამართეს აქცია, სადაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. რომში გამართულ აქციაზე დაახლოებით 5 000 დემონსტრანტი გამოვიდა. აქციის მონაწილეებს ხელში პალესტინისა და ლიბანის დროშები ეჭირათ. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაც მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგნები, მათ შორის ქვები და ბოთლები ისროლეს, პოლიციამ კი მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციაზე 30 სამართალდამცავი და ოთხი მომიტინგე დაშავდა. დაკავებულია ხუთი პირი.