ისრაელში საქართველოს ელჩის კომენტარი

24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ისრაელში საქართველოს საელჩო. ჩვენი ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან, რომელიც საელჩოში რეგისტრირებულია, კონტაქტზე არიან და საჭიროების შემთხვევაში დახმარებასაც უწევენ. მისივე განმარტებით, აეროპორტის დაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს წყვეტს. ამის მიუხედავად, ჟვანია აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ავიაკომპანიებით სარგებლობა და სამშობლოში დაბრუნება შეუძლიათ.