ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ილია მეორე გამოეხმაურა

ისრაელში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: „წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან“ – წერია ილია მეორის განცხადებაში.

მოამბე