ისრაელის არმია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ოპერაციებს აფართოებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ზაიტუნისა და ჯაბალიას რაიონებში საბრძოლო მოქმედებები აწარმოეს, რის შედეგადაც, მათივე ინფორმაციით, „ჰამასის“ რამდენიმე წარმომადგენელია განეიტრალებული, დაბომბილია ტერორისტული ინფრასტრუქტურაც. პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმების დროს დაატყვევა. ნეთანიაჰუმ უარყო ის ინფორმაციაც, რომ ისრაელი განიხილავს წინადადებას მინიმუმ 50 გატაცებულის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი კი, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ჩაერიოს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად.