ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთით იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ times of israel-ი ავრცელებს. პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ ინფორმაციით, ქალაქ ხან იუნისზე თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. ისრაელმა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქზე იერში მას შემდეგ მიიტანა, რაც იქ მცხოვრებ პალესტინელებს ევაკუაციისა და ჰუმანიტარულ ზონებში გადასვლისკენ მოუწოდა.