ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მძევლად აყვანილი ისრაელელი ჯარისკაცის გათავისუფლება ადასტურებს, რომ მათ შეუძლიათ „ჰამასის“ და სხვა ტერორისტული ჯგუფების ტყვეობაში მყოფი პირების გადარჩენა. მინისტრი განმარტავს, რომ სახმელეთო ოპერაცია „იოლი არ არის“, მაგრამ ისრაელი გამარჯვებისთვის ბრძოლას განაგრძობს.