ირანის თავდასხმას ისრაელის „პასუხი მოჰყვება“. ამის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ისრაელის ომის კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის საპასუხო გეგმა განიხილებოდა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის სროლის შესახებაც. ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციას ირანში „ჭეშმარიტი პასუხი“ უწოდეს. როგორც თეირანᲨი აცხადებენ, 13 აპრილის იერიში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილი დარტყმის საპასუხოდ განხორციელდა. შეგახსენებთ, საკონსულოზე შეტევას ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.