ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური აცხადებს, რომ ლიბანში ომის ალბათობა ახლა უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე იყო. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ ისრაელში სამხედროებთან შეხვედრის დროს განაცხადა. „ისრაელის თავდაცვის ძალები აძლიერებენ მზადყოფნას ლიბანთან საბრძოლველად. ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ ძალიან მკვეთრ მიზანს ლიბანში, დავაბრუნოთ მცხოვრებლები ჩრდილოეთში“, – ამბობს თავდაცვის ძალების მეთაური. როგორც ისრაელის მედია წერს, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური გულისხმობს ისრაელზე „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო, 80 000 ისრაელელის მიერ ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიის დატოვებას. ჰალევიმ განაცხადა, რომ მან არ იცის, როდის დაიწყება ომი ჩრდილოეთში და აღნიშნა -„შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს თვეებში ამის ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე წარსულში იყო“.