ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება გოლანის მაღლობებზე

სადავო გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო დაძაბოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით ვაშინგტონმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის უფლებები აღიარა. ვაშინგტონმა ებრაელი ხალხის ნამდვილი სამშობლო უნდა დაიცვას – ასეთია თეთრი სახლის პოზიცია.

გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან არაბული ქვეყნების ლიგა, ევროკავშირი და არაერთი სახელმწიფო. გოლანის მაღლობებს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, უკვე წლებია ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებს.