ორმხრივი იერიშები ახლო აღმოსავლეთში.
ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების ფონზე ანკლავიდან იბომბება ისრაელის ქალაქებიც. ისრაელის ქვეითი ძალები „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებენ, ვრცელდება ინფორმაცია დაჯგუფების ათეულობით წევრის ლიკვიდაციაზე. ადგილობრივთა მთავარ თავშესაფრად საავადმყოფოები რჩება. ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის მიუხედავად, ანკლავში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. საომარი მოქმედებების ფონზე ისრაელში ანტისამთავრობო გამოსვლა მოეწყო. სწორედ ღაზის სექტორზე იერიშებს მასობრივი არეულობა მოჰყვა დღეს დაღესტნის აეროპორტში.