ცნობილი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ღაზის სექტორში მუშაობას წყვეტს.
ისრაელის სარაკეტო იერიშმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი იმსხვერპლა. დაღუპულია ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი წევრი, რომლებმაც შიმშილის პირას მყოფ არაბულ ანკლავში საკვები ჩაიტანეს. დაბომბილ ავტოკოლონაში რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. დასავლეთის ქვეყნები ჰუმანიტარულ პერსონალზე დარტყმას მკაცრად გმობენ და ისრაელს განმარტებებს სთხოვენ. თელავივი გამოძიების პირობას დებს. ღაზის სექტორში სხვადასხვა ობიექტის და შენობის დაბომბვის პარალელურად ისრაელმა სირიაში ირანის საკონსულოს შენობა დაბომბა. ირანი „ჰამასის“ მხარდამჭერი და ისრაელის მოწინააღმდეგეა. თეირანი საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.