გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოში ტერორისტულმა ჯგუფმა „ჰამასმა“ სრულად შეაღწია. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმა იერუსალიმში, გაერო-ს ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა და გამოვიდა ინიციატივით, რომ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო დახმარების სხვა სააგენტოებმა უნდა შეცვალონ. ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებდა, რომ ღაზის სექტორში იქნებოდა ობიექტური და კონსტრუქციული ორგანო, რომელიც ხალხს დახმარებას შესთავაზებდა ხალხს. მისი თქმით მსგავსი ორგანო საჭიროა დღეს ღაზაში, მაგრამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო ასეთი ორგანო არ არის. „დროა საერთაშორისო საზოგადოებამ და თავად გაერო-მ გაიგონ, რომ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მისია უნდა დასრულდეს.“- აცხადებს ნეთანიაჰუ.