ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ოთხ დასახლებაში ტანკებით შევიდა. მასშტაბური სამხედრო იერიშის დროს, მოკლულია სულ მცირე 11 პალესტინელი. ხუთი – ალ-ფარას ბანაკთან, საჰაერო დარტყმის შედეგად, 6 კი – ჯენინში სამხედროებთან შეტაკებისა და სარაკეტო დარტყმებით. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ჯენინსა და თულ-ქარმში კონტრტერორისტულ ოპერაციას აწარმოებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა ასევე დაიკავეს ჯენინის და თულქარმის საავადმყოფოები. სამხედროები შენიშნეს ნაბლუსსა და ტუბასშიც. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს ომია და ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს.