ისრაელი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ისტორიული თარიღი იზეიმა საქართველოში ისრაელის საელჩომაც. სადღესასწაულო მიღებაზე დღეს ბევრი ისაუბრეს იმ რთულ გზაზე, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე და შესაბამისი დეკლარაციის ხელმოწერამდე გაიარა. სირთულეები 71 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგაც გაგრძელდა, ქვეყანას დამოუკიდებლობის შენარჩუნება ომების ფასად დაუჯდა.
დღევანდელ გამოსვლებში აქცენტი გაკეთდა ქართულ-ებრაულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზეც, რომელსაც 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს.