პალესტინის თავისუფლების ორგანიზაციის გასანეიტრალებლად 1982 წელს ისრაელი ლიბანში შეიჭრა. ლიბანელების დასახმარებლად მაშინ სირიამ სახმელეთო და საჰაერო ძალები გაგზავნა, თუმცა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ისრაელმა გაანადგურა. სირიას ლიბანის დახმარება არც მომდევნო წლებში შეუწყვეტია. თითქმის 40 წლის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და სირია-ლიბანის დაპირისპირების თემა კვლავ აქტიურდება, თუმცა ერთი განსხვავებით, დამასკო-ბეირუთის ალიანსს ამჯერად დახმარებას თეირანი უწევს.
მსოფლიოს კიდევ ერთი გამოწვევის შესახებ გივი ბარამიძის რეპორტაჟი.