ისრაელის ავიაიერიშს ღაზის სექტორში მდებარე გაერო-ს სკოლაში 45 ადამიანი ემსხვერპლა. გაერო-ს პალესტინელების სააგენტოს საკუთრებაში არსებულ სკოლაში თავს დევნილები აფარებდნენ. ისრაელი ადასტურებს სკოლის ტერიტორიაზე თავდასხმას და ამტკიცებს, რომ სამიზნე იყო „ჰამასის“ ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა სკოლის შიგნით. გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა ლტოლვილთა ბანაკში ნუსეირატის სკოლის ზედა სართულზე მდებარე საკლასო ოთახებს ორი რაკეტა ესროლა. ისრაელში აცხადებენ, რომ შენობა გამოიყენებოდა „ჰამასის“ ელიტური „ნუხბას“ ძალების წევრების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ ისრაელში 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში.