ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა. ისრაელის თავდაცვითი ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ავიადარტყმები პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების შემდეგ განხორციელდა.
რაღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტები ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ხოფ-აშკელონის რეგიონული საბჭოს ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლთან ჩავარდა.
დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა.
ისრაელის სამხედრო ავიაციამ საპასუხოდ „ჰამასის“ ექვსი ობიექტი, მათ შორის საწვრთნელი ცენტრი დაბომბა.