70 წლის წინ, გაერო-ს რეზოლუციის თანახმად შექმნილი სახელმწიფო გაერო-ს წინააღმდეგ: 1947 წლის შემოდგომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დამტკიცებული 181-ე რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც იმავე მიწაზე 20 საუკუნით ადრე არსებობდა. გენოციდის მსხვერპლად ქცეული ებრაელი ხალხი საკუთარ მიწას „ჰერეც ისრაელს“ დაუბრუნდა. მაშინ ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. დღეს კი, ისრაელის მთავრობა გაერო-ს მათ საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს. იერუსალიმის სტატუსის გამო გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, ისრაელის მთავრობამ სამი თვის წინ დადებული პირობა შეასრულა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია „იუნესკო“ ოფიციალურად დატოვა. ორგანიზაციიდან გასვლის პროცედურა საბოლოოდ 2018 წლის ბოლოს დასრულდება.