ისრაელი სამხედრო ოპერაციას აფართოებს. შუა აღმოსავლეთში თავდასხმები გრძელდება. გუშინ გვიან ღამით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორი დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა ამ დრომდე შეფერხებულია, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ოპერაციების ხელმძღვანელი. ამის პარალელურად, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს. გაერო-ს ამ გადაწყვეტილებას ისრაელში მძიმე რეაქცია მოჰყვა.
თემას პირდაპირ ეთერში თამთა რუხაძე განავრცობს.