ისრაელი ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ეტაპობრივად გადავა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ღაზის სხვადასხვა ტერიტორიების განსხვავებას მალე შევძლებთ. ყველა ტერიტორიაზე, სადაც ჩვენს მიზანს მივაღწევთ, შევძლებთ ეტაპობრივად გადავიდეთ შემდეგ ფაზაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაბრუნებლად მუშაობა დავიწყოთ. ეს ნიშნავს, რომ ამის მიღწევა უფრო ადრე ჩრდილოეთშია შესაძლებელი“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
იოავ გალანტი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს გუშინ შეხვდა. შეხვედრა თელ-ავივში გაიმართა.