ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის გამო ისრაელზე ამერიკიდან ზეწოლა იზრდება.
ვაშინგტონი ოფიციალური თელავივის მიმართ პოლიტიკის გადახედვით იმუქრება. საერთაშორისო საზოგადოება ღაზის სექტორში გენოციდის საფრთხეზე მიუთითებს. თავის მხრივ ისრაელის ხელისუფლება ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომლის დაღუპვის ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიების პირობას დებს. პირველადი შედეგების საფუძველზე ორი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორი ჰუმანიტარული დახმარების შესატანად ახალი დერეფნების გახსნას დათანხმდა.