პირველად 2006 წლის ომის შემდეგ ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე კონფლიქტის საფრთხე გაჩნდა.
ორმხრივი იერიშები და მუქარა არ წყდება. დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის სამხედრო ბაზის მიმართულებით ანტისატანკო რაკეტები ისროლეს. ამ ფაქტის შემდეგ ლიბანის პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ესაუბრა და საერთაშორისო საზოგადოებას ჩარევა სთხოვა. ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე დაძაბულობას წინ უძღვოდა ისრაელის იერიში სირიაზე და აფეთქებების სერია ერაყში. მიმომხილველთა ნაწილი ახალი კონფრონტაციის საშიშროებაზე ალაპარაკდა.
გაერო მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.