გაჟონილი საიდუმლო მასალები.
ირანისთვის ის დოკუმენტები ხდება ხელმისაწვდომი, სადაც ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ საპასუხო იერიშების მომზადების გეგმაზეა საუბარი. ახლა გამოძიების საგანი ხდება, როგორ გახდა საჯარო ამერიკის დაზვერვის გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ამერიკის და მისი მოკავშირე ქვეყნებისთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. გასაჯაროებული მასალებიდან კი, რომლებიც ძირითადად სატელიტურ მონაცემებს ეყრდნობა, ბევრი საინტერესო ინფორმაცია და დეტალი გახდა ცნობილი. ირანმა ისრაელზე სარაკეტო დარტყმები პირველ ოქტომბერს მიიტანა, ოფიციალური თელ-ავივის მხრიდან საპასუხო იერიში მაშინვე დაანონსდა. გაფრთხილება და მუქარა გაისმა თეირანიდანაც.