ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმე

პროკურატურა ისნის მე-5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს. პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია ბრალდებულების მიმოწერაზე, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად, საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ემუქრებოდნენ, მათ შორის იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მას დააპატიმრებდნენ.