ისნის რაიონს ახალი საბავშვო ბაღი აქვს. 30-ე საბავშვო ბაღი დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. ახალი ბაღი 12 ჯგუფზეა გათვლილი და 350 აღსაზრდელის მიღება შეუძლია. შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული. ბაგა-ბაღის მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.