თბილისს საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ისლანდიის პრეზიდენტი სტუმრობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანაში ისლანდიის პირველი პირი ჩამოდის. სამ დღიანი ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების პირველ პირებთან. უკვე შედგა საქართველოსა და ისლანდიის პრეზიდენტების შეხვედრა.