ცესკო-ს შედეგებისა და ხმის პარალელური დათვლის მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ხმების პარალელური გადათვლის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას დაშვებული ხარვეზი აშკარა იყო, რის შესახებაც, პარტიის ოფისში არაერთი ბრიფინგი გაიმართა.
მმართველ გუნდში ასევე განმარტეს, რომ შესაძლო ცდომილების შესახებ ინფორმაცია უცხოელ პარტნიორებს სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიაწოდა, რის შემდეგაც ორგანიზაციაში შიდა აუდიტი ჩატარდა.