არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი, საქართველოს საარჩევნო კოდექსით მკაცრად არის განსაზღვრული. კერძოდ, სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. „სამართლიანი არჩევნები“ ასევე გეგმავს მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აღნიშნული ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.